ადა ფიშმან-მაიმონი – „ეპიზოდი”
ისრაელის სახელმწიფოს უმაღლესი ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანოს – „დამფუძნებელი კრების” პირველი არჩევნები ჩატარებული იქნა 1949 წლის 25 იანვარს. „დამფუძნებელმა კრებამ” თავისი სახელწოდება ორი საპარლამენტო სხდომის შემდეგ შეიცვალა და ამჯერად მას – „ქნესეთი” ეწოდა. (ავტორი გენია.ჯი) პირველი მოწვევის „ქნესეთმა” – 2 წლისა და 6 თვის განმავლობაში იფუნქციონირა. საყურადღებოა ის გარემოება, რომ 120 ებრაელი პარლამენტარიდან 108 მამაკაცი და 12 ქალი იყო (10% დეპუტატებისა). იმ პერიოდში არსებულ ქალთა უფლებებს თუ გავითვალისწინებთ, „ქნესეთი” მართლაც რომ ფემინისტურ პარლამენტს წარმოადგენდა.
ერთ-ერთ პარლამენტარ ქალბატონს ისრაელის სახელმწიფოს პირველი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში, თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ებრაელი პოლიტიკოსი - ადა ფიშმან-მაიმონი (1893-1973 წლები) წარმოადგენდა. აღნიშნულ პერსონაზე თქვენი ყურადღება ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოების გამო გავამახვილე. ცნობილი ფაქტია, რომ ადრეულ საუკუნეებში „ქალწულ დედოფლად” წოდებულმა ინგლისის ლეგენდად ქცეულმა დედოფალმა – ელისაბედ პირველმა საჯაროდ განაცხადა უარი დაქორწინებაზე. „მე ინგლისზე ვარ დაქორწინებულიო”, – უთქვამს მაშინ ელისაბედს. ანალოგიური გადაწყვეტილება საუკუნეების გასვლის შემდგომ მიიღო „ქნესეთის” პირველი მოწვევის დეპუტატმა ქალმა – ადა ფიშმან-მაიმონმაც, ვინაც იმისათვის, რომ მთელი თავისი ცხოვრება და მთელი თავისი შესაძლებლობები ისრაელის საკეთილდღეოდ მიემართა, უარი თქვა დაქორწინებაზე. – (ავტორი გენია.ჯი)