გალილეო გალილეი – „ეპიზოდი”
გენიალურ იტალიელ ფიზიკოსს, ასტრონომს, მათემატიკოსსა და მექანიკოსს – გალილეო გალილეის (1564-1642 წლები) საშინლად სძულდა აკადემიური სამოსის, გრძელი შავი – მანტიის ჩაცმა. (ავტორი გენია.ჯი) მას პრეტენზიულ სიბრიყვედ მიაჩნდა დოქტორის ოფიციალური სამოსის ტარება. არადა პიზის უნივერსიტეტის შიდაგანაწესი, რომლის პროფესორსაც იგი წარმოადგენდა, მანტიის ჩაცმას გალილეოსაგან კატეგორიულად მოითხოვდა. მიუხედავად ამისა, დიდი იტალიელი სწავლული მაინც თავისაზე იდგა. ის კი არადა, მან მანტიას სამასტრიქონიანი ირონიული ლექსიც მიუძღვნა, რომელმაც თავის მხრივ, ფართო გამოძახილი ჰპოვა საუნივერსიტეტო ქალაქში. გალილეი თავის დამოკიდებულებას მანტიისადმი შემდეგი სახით ხსნიდა:
„ნებისმიერი ტანსაცმელი ამზეურებს მამაკაცებისა და ქალების ღირსებებს, რაც საწინააღმდეგო სქესის მოწონებას იწვევს, მაშინ როცა პროფესიული უნიფორმა ნამდვილ სილამაზეს საზოგადოებრივი მდგომარეობის გარსის ქვეშ ფარავს. და რაც კიდევ უარესია, საპროფესორო მანტიის მაღალი ღირსება მის მატარებელ პირს ართმევს შესაძლებლობას, ესტუმროს საროსკიპოს, აკრძალულ ხილად უქცევს ცოდვისმიერ სიამოვნებებს, რომლესაც მეძავები გჩუქნიან, თუმცა მარტო ტოვებს საკუთარი ხელების არანაკლებ ცოდვილ მოქმედებასთან. გარდა ამისა, მანტია ხელს უშლის სიარულში, მუშაობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ”.
აღნიშნული გარემოების გამო, გალილეოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ხელფასი რამდენჯერმე დაუკავა. თუმცა, ამ მოვლენას იტალიელი პროფესორის მხედველობაზე გავლენა მაინც არ მოუხდენია. – (ავტორი გენია.ჯი)