ტაილანდის სამეფო – „ეპიზოდი”
სამხრეთ აზიის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულ – ტაილანდის სამეფოს მოქალაქეებს ათასწლეულების განმავლობაში საკუთარი გვარები არ გააჩნდათ. (ავტორი გენია.ჯი) სახელმწიფოში, სადაც კანონის მცირეოდენი დარღვევისთვისაც კი, ადამიანი შესაძლოა სიკვდილით იქნას დასჯილი, გვარების მინიჭება მოსახლეობისათვის ოფიციალურად 1913 წელს იქნა დაშვებული. აღნიშნული გადაწყვეტილების ინიციატორი თავად ტაილანდის მეფე – ვაჩირავუდი, იგივე – რამა VI გახლდათ, ვინაც სპეციალური ბრძანებულება გამოსცა აღნიშნული საკითხის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ათასობით თავისი ქვეშევრდომისათვის გვარი პირადად მან მოიფიქრა. იგი მათ ერთობ ლამაზი გვარებით აჯილდოვებდა. ასე მაგალითად: გვარი – ტიარიოვონგი – „აყვავებულ ოჯახს” აღნიშნავდა, ხონგსავანი – „ზეციურ გედს” და ასე შემდეგ…
რაც შეეხება სახელების მინიჭებას – ტაილანდელი მშობლები ყოველ ჯერზე თავიანთ ბავშვებს სახელებს ასტროლოგებთან და ბერებთან კონსულტაციების შემდეგ არჩევდნენ. ვაჟთა სახელები, როგორიც ძლიერი სქესის წარმომადგენლებისა, მაღალზნეობრივ თვისებებთან და ღირსებასთან სიმბოლირდებოდა, ხოლო გოგონებისა კი, უფრო ჰარმონიასთან და სილამაზესთან. – (ავტორი გენია.ჯი)
რამა VI