იმანუელ კანტი – „ეპიზოდი”
გერმანული კლასიკური ფილოსოფიისა და გერმანული იდეალიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი – იმანუელ კანტი (1724-1804 წლები), ვინაც მხოლოდ ვახშმით კმაყოფილდებოდა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში (დღის სხვა მონაკვეთებში ყავასა და ჩაის შეექცეოდა), მშობლიურ ქალაქ კენინსბერგში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ რომ მისი განუზომლად დიდი ავტორიტეტი გახლდათ მიზეზი იმისა, რომ კენინსბერგის ხელისუფლება მუდმივად უკმაყოფილებდა ყველა თავის უცნაურ კაპრიზს სახელოვან თანამოქალაქეს. ასე მაგალითად: იმანუელის ფანჯრიდან მაღალი ხეების გამოისობით არ ჩანდა ქალაქის საკათედრო ტაძრის მშვენიერი გუმბათი, რაც დიდ დისკომფორტს უქმნიდა მას. შედეგად მან ქალაქის მმართველ საბჭოს მიმართა დაჟინებული თხოვნით, დაუყონებლივ მოეჭრათ ის ხეები, რომლებიც გერმანელ ფილოსოფოსს ესთეტიური სილამაზით ტკბობის საშუალებას უსპობდა. კანტის თხოვნა მალევე იქნა დაკმაყოფილებული – ძირის ძირობამდე იქნა მოჭრილი ყველა ის ხე, რომლებზეც პირადად მან მიუთითა.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კანტს მარტო ეს პრობლემა არ აწუხებდა.
იმანუელის სახლის სიახლოვეს განთავსებული იყო ციხე, საიდანაც ხშირად ისმოდა ხოლმე პატიმართა სიმღერები. აღნიშნული გარემოება საშინლად აღიზიანებდა მას, რის გამოც მან ციხის ადმინისტრაციას მიმართა თხოვნით, როგორმე აღეკვეთათ პატიმართა ასეთი გამოსვლები. მალევე იმანუელის ეს თხოვნაც სრულად იქნა დაკმაყოფილებული. – (ავტორი გენია.ჯი)