კაგაბას ხალხი – „ეპიზოდი”
კოლუმბიის ჩრდილოეთში მაცხოვრებელ - კაგაბას ეთნიკური ჯგუფის ხალხში, სადაც მატრიარქატის უმაღლესი ფორმებია გავრცელებული (მამაკაცები შიშისაგან ქალებს სპეციალურ ბუნკერებშიაც კი ემალებიან), ერთობ უცნაურ და შეიძლება ითქვას, გამაოგნებელ საქორწინო რიტუალსა აქვს ადგილი დამკვიდრებული. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ტრადიციის თანახმად, ახალგაზრდა მამაკაცს, ვინაც ეს-ესაა დაქორწინდა, პირველი საქორწინო ღამის გათევის უფლება თავის ახლადშერთულ მეუღლესთან არ გააჩნია. სამაგიეროდ, იგი ვალდებულია ინტიმური ურთიერთობა დაამყაროს კაგაბას ტომის უხუცეს ქალთან. სიბერისაგან დანაოჭებულ ქალთან, რომელსაც ხანდაზმული ასაკის გამოისობით აღარც კბილები შერჩენია პირში და აღარც თმები თავზე.
ამ ამაზრზენი პრაქტიკის მეშვეობით, კაგაბას ტომის უხუცესი ქალები ინტიმურ ცხოვრებაში გამოუცდელ ახალგაზრდა ვაჟებს თავიანთ „მდიდარ” გამოცდილებას უზიარებენ. გარდა ამისა, ეს გახლავთ ერთგვარი სპეციფიკური გამოცდაც ახლადდაქორწინებული ნეფისათვის, რადგან მათი აზრით, თუ იგი მოხუც პარტნიორს „თავს მოაწონებს” სარეცელში, მაშინ მას არც თავისი ახალგაზრდა პატარძლისათვის გაუჭირდება თავის მოწონება ანალოგიურ სიტუციაში. – (ავტორი გენია.ჯი)