ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – „ეპიზოდი”
გენიალური გერმანელი კომპოზიტორი და პიანისტი - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1770-1827 წლები), ვის მოწაფეებსაც ძირითადად, მომხიბლავი გარეგნობის მქონე და განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული მანდილოსნები შეადგენდნენ, ალკოჰოლური სასმელების მოტრფიალე ხელოვანი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელ იგი პოლიციამ მთვრალ მაწანწალადაც კი მიიჩნია, რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში მოუწია ყურყუტი.
ლუდვიგს რომ ალკოჰოლური სასმელების დაგემოვნება ძალიან უყვარდა, მისი მეგობრებისთვისაც ცნობილი ფაქტი გახლდათ. ამიტომაც მიართვა სასიკვდილო სარეცელზე მყოფ კომპოზიტორს ერთ-ერთმა მეგობარმა საჩუქრად რამდენიმე ბოთლი ძვირფასი ღვინო. „სამწუხაროდ, სამწუხაროდ, უკვე გვიანია”. – ასე გაეპასუხა მომაკვდავი კომპოზიტორი გულითად მეგობარს, როცა მის ხელში ღვინის ბოთლები დაინახა. საუბედუროდ, როგორც აღმოჩნდა, ეს იყო მის მიერ წარმოთქმული უკანასკნელი სიტყვები სიცოცხლის ჟამს. – (ავტორი გენია.ჯი)