Nupta Contagioso – (ქორწინება მკვდართან)

ჯალათთა ავადმყოფურ ფანტაზიას საზღვარი რომ არა აქვს, ამას აპენინის ნახევარკუნძულზე მობინადრე ეტრუსკების უძველესი ცივილიზაციის მქონე ხალხიც კარგად მოწმობდა. იურიდიული თვალსაზრისით, დამნაშავე მართლაც რომ უნდა დაისაჯოს, თუმცა ისეთი არაადამიანური მეთოდით, როგორადაც ეტრუსკი ჯალათები სჯიდნენ თავიანთ მსხვერპლს, ტანში ჟრუანტელს ჰგვრის დღემდე ადამიანს. (ავტორი გენია.ჯი) ამას მოწმობს მკვლელობაში გაწაფული ეტრუსკი ჯალათების „განკარგულებაში” არსებული სიკვდილით დასჯის ერთ-ერთი უსაშინელესი მეთოდი, რომელსაც – „Nupta Contagioso” ანუ „ქორწინება მკვდართან” ეწოდებოდა.

სიკვდილით დასჯის აღნიშნული მეთოდი, რომელიც გენიალურ იტალიელ პოეტს – ვერგილიუსს თავის უკვდავ პოემაში „ენეიდა”-ში აქვს აღწერილი, შემდეგში მდგომარეობდა: სიკვდილმისჯილს ჯალათები საგულდაგულოდ აბამდნენ მის მიერვე მოკლული მსხვერპლის ცხედარზე, რის შემდგომაც მიცვალებულსა და მასზედ სახით სახეზე და ხელით ხელზე მიბმულ მსჯავრდებულს მიწაზე, მზის გულზე ჰყრიდნენ. ასეთ შემთხვევაში მკვდარ-ცოცხალი ისეთი ძალითა და ოსტატობით იყვნენ ერთმანეთზე გადაბმულები, რომ თავის განთავისუფლება სიკვდილმისჯილისათვის ყოვლად წარმოუდგენელ მოვლენას წარმოადგენდა.

მკვდარი სხეული გახრწნას მალე იწყებდა, რაც თავის მხრივ, თავისკენ იზიდავდა უამრავ ქვეწარმავალს, ჭიაღუასა და მატლს. ამ დროს ისინი არა მხოლოდ ცხედარს ეტანებოდნენ, არამედ მასზედ გადაბმული ჯერ კიდევ ცოცხლად მყოფი მსხვერპლის სხეულსაც. შედეგად, სიკვდილმისჯილი საშინელ, არაადამიანურ ტანჯვასა და ტკივილებს განიცდიდა. ჯალათები თვალყურს ადევნებდნენ იმ გარემოებას, რომ დამნაშავე მალე არ გამოთხოვებოდა წუთოსიფელს და ცდილობდნენ, მისი ტანჯვა-წამება მაქსიმალურად გაეხანგრძლივებინათ. ამიტომაც კვებავდნენ და ასმევდნენ წყალს ისინი მკვდარზე გადაბმულ სიკვდილმისჯილს. სხვადასხვა ისტორიული წყაროები ირწმუნებიან, რომ დამნაშავეთა უდიდესი ნაწილი ვერ უძლებდა მსგავს სატანჯველს, რის გამოც თავგამეტებით ცდილობდნენ შეწყალება გამოეთხოვათო. სიკვდილით დასჯის ეს უსაზიზღესი მეთოდი მხოლოდ მაშინ მიიჩნეოდა სრულყოფილად აღსრულებული, როდესაც მსხვერპლისა და მისი მკვლელის გარჩევა ერთმანეთისაგან სხეულთა ხრწნის გამოისობით შეუძლებელი ხდებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>