პოლინეზია – „ეპიზოდი”

პოლინეზიაში შემავალ რიგ კუნძულებზე მაცხოვრებელ ხალხში – პოლინეზიელებში, ისტორიის ადრეულ ეტაპებზე ერთი მეტად უცნაური წესი იყო დამკვიდრებული (პოლინეზია წარმოადგენს წყნარ ოკეანეში არსებულ დაახლოებით 1000-მდე კუნძულისაგან შედგარ სუბრეგიონს). პოლინეზიის ზოგიერთ კუნძულზე, სადაც არავითარი სამეფო ტახტები და სავარძლები არ არსებობდა, ტომის ბელადები და სხვა დიდებულები ჩვეულებრივად რბილი ტახტის მოვალეობის შესასრულებლად, გაგიკვირდებათ და, დაბალი წრის წარმომადგენელ ადამიანებს იყენებდნენ. იმათ, ვისაც ტომის ბელადთა ტახტის მოვალეობა უნდა შეესრულებინათ, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სპეციალურად ასუქებდნენ. საჭიროების შემთხვევაში, ასეთი დამამცირებელი მოვალეობის შემსრულებელი მოსამსახურე მზად იყო, სადაც არ უნდა ებრძანებინა ბელადს, თუნდაც ასეთი ადგილი ჭაობიც კი ყოფილიყო, სავარძლის ფორმა მიეღო და სავარძლისვე ფუნქცია შეესრულებინა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>