მიშელ დე მონტენი – „ეპიზოდი”

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ საფრანგეთის ისტორიის ერთ-ერთ შავბნელ ფურცელს ფრანგ კათოლიკეებსა და ჰუგენოტებად წოდებულ ფრანგ პროტესტანტებს შორის წარმოშობილი სისხლიანი დაპირისპირება წარმოადგენს (გავიხსენოთ – ბართლომეს ღამე). ამ საშინელმა მოვლენამ სათავე XVI საუკუნეში აიღო. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდში ხშირი და ჩვეულებრივი მოვლენა იყო კათოლიკეების თავდასხმები ჰუგენოტ მოსახლეობაზე და პირიქით, ჰუგენოტების თავდასხმები კათოლიკეთა ოჯახებზე. ორივე მხრიდან ასეთი თავდასხმები სრულდებოდა როგორც მკვლელობებით, ასევე მოწინააღმდეგეთა ოჯახების ძარცვა-გლეჯით.

XVI საუკუნეში მოღვაწე დიდი ფრანგი ჰუმანისტი ფილოსოფოსი და თანამედროვე ესეს ფუძემდებელი – მიშელ დე მონტენი (1533-1592 წლები), სულით ხორცამდე კათოლიკე გახლდათ. შესაბამისად, იგი ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვის წინააღმდეგაც ჰუგენოტები ასე თავგამოდებით გამოდიოდნენ. ერთ მშვენიერ დღეს, ჰუგენოტთა გამძვინვარებული ბრბო კათოლიკეებით დასახლებულ უბანს დაესხა თავს პარიზში. იმ უბანს, სადაც გენიალური ფრანგი პერსონა ცხოვრობდა. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ერთადერთი ოჯახი, რომელიც ჰუგენოტების თავდასხმასა და ძარცვა-გლეჯას გადაურჩა, სწორედ რომ გულმხურვალე კათოლიკის – მიშელ დე მონტენის ოჯახი გახლდათ. ამ შემთხვევაში შესაძლოა გვეფიქრა, რომ ჰუგენოტებმა მის დიდ ავტორიტეტს სცეს პატივი, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ ყოფილა. ეს მონტენის გონებამახვილი საქციელის დამსახურება იყო. ცნობილია, რომ ჰუგენოტთა თავდასხმების დროს, კათოლიკეთა ოჯახები უმალვე რაზავდნენ თავიანთი სახლის კარებს. დახურული კარის ეფექტი კიდევ უფრო იზიდავდა მოძალადეებს, რადგან ეს მანიშნებელი იყო იმისა, რომ იგი ჯერ კიდევ არ გაეძარცვა არავის. აღნიშნული გარემოება შესანიშნავად უწყოდა მიშელმა, რომელმაც საკუთარი სახლის კარი ჰუგენოტთა თავდასხმის დროს სხვათა მსგავსად კი არ ჩარაზა, არამედ პირიქით, – ფართოდ გააღო. მოძალადეთა ჯგუფებმა, რომლებმაც მონტენის სახლის ღია კარი იხილეს, მიიჩნიეს, რომ იგი უკვე მათ სხვა თანამოძმეებს ჰქონდათ განაძარცვი. ამიტომაც ყველამ გვერდი აუარა მას. ასეთი უჩვეულო და გონივრულად მოფიქრებული მეთოდით გადაარჩინა მონტენმა თავისი ოჯახი ჰუგენოტთა მხრიდან აწიოკებასა და გაძარცვას. – (ავტორი გენიაჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>