„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ჯოჯოხეთის იდეა ადამიანს პირველად მაშინ დაებადა, როცა ვაშლით გამოტყვრა”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ბევრს ვიცნობ, სული სულ არა აქვთ”.

* * *

„რაც უნდა აღსრულდეს, ვერ გაექცევი, აღსრულდება”.

* * *

„ზოგჯერ ადამიანი შეუგნებლად ცდილობ, ეჭვები საკუთარ თავსაც არ გაუმხილო”.

* * *

„ეშმაკმა დალახვროს, თუ დაუკვირდი, ამქვეყნად ყველაფერი უცნაურია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„აუტანელი შეურაცხყოფაა, როცა ადამიანს ეუბნებიან, ჯოჯოხეთში მოხვდებიო. ეს მისთვის შეგინების ტოლფასია”.

* * *

„ყველას ცოტად თუ ბევრად ტვინი მოუწესრიგებელი გვაქვს”.

* * *

„ყოველი კაცის რწმენას კრძალვით უნდა ვეკიდებოდეთ, თუკი იგი ამ რწმენის გამო არ კლავს და არ შეურაცხყოფს სხვა რწმენის ადამიანებს”.

* * *

„კაცს კაცობა შუბლზე აწერია”.

* * *

„ნუ შესცოდავთ, და თუ შესცოდეთ, უთუოდ მოინანიეთ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება