სასიძოების მოტაცება – „ეპიზოდი”
ინდოეთის შემადგენლობაში შემავალ ორ მეზობლად განთავსებულ შტატში – ბიჰარსა და – უტარ-პრადეშში (მოგოლთა იმპერიის ოდინდელი ცენტრი) ერთობ უცნაურ პრაქტიკასა აქვს საფუძველი ჩაყრილი. უჩვეულო პრაქტიკას, რომელიც იძულების წესით დაქორწინებასთან არის დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი) ცოლად მოყვანის მიზნით გოგონების მოტაცების პრაქტიკა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია დღემდე გავრცელებული (მათ შორის საქართველოშიც) და სამწუხაროდ, ამას დიდად არ ვიოცებთ, თუმცა ის, რაც ზემოაღნიშნულ ორ ინდურ შტატში ხდება, მართლაც რომ ფრიად გასაკვირი ფაქტია. კერძოდ: ბიჰარსა და უტარ-პრადეშში სასიძოებს იტაცებენ. და ვინ იტაცებს? გაგიკვირდებათ და – სასიმამროები. ისინი მათ მიერ გატაცებულ სასურველ სასიძოებს სიკვდილის შიშით აიძულებენ თავიანთ ქალიშვილებზე დაქორწინებას. ასეთ გაუგონარ ქმედებას ძირითადად ის ღარიბი სასიმამროები მიმართავენ, რომელთა ოჯახებსაც საშუალება არ გააჩნიათ, საკუთარ ქალიშვილებს მზითევი უწყალობონ (რაც ესოდენ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ქორწინებისა ინდოეთში). საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ინდოეთის ორივე შტატში ყოველწლიურად ასეულობით ახალგაზრდა მამაკაცი ხდება ასეთი სახის ძალადობის მსხვერპლი. – (ავტორი გენია.ჯი)
ბიჰარის შტატი
უტარ-პრადეშის შტატი