ლიფტი – „ეპიზოდი”
პირველი ადამიანი, ვინაც ლიფტის შესახებ მოგვაწოდა ცნობები, ძვ.წ.აღ-ით I საუკუნეში მოღვაწე დიდი რომაელი არქიტექტორი და სწავლული-ენციკლოპედისტი – მარკუს ვიტრუვიუს პოლიო გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) უფრო მოგვიანებით იგი მოხსენებული იქნა VI საუკუნეში. ცნობილია ისიც, რომ თავის დროზე ლიფტით სარგებლობდა „მეფე-მზედ” წოდებული საფრანგეთის ლეგენდარული მეფე – ლუი XIV დე ბურბონი და რუსეთის საყოველთაოდ ცნობილი იმპერატორი ქალი – ეკატერინე II. მიუხედავად ამისა, ლიფტი ფართო საზოგადოებისათვის მაინც უცხო ხილი გახლდათ, რადგან მისი გამოყენება მხოლოდ ძლიერთა ამა ქვეყნისათა პრივილეგიას წარმოადგენდა, და ისიც, არამასიურად. ამიტომაც შეაშფოთა 1920-იან წლებში ადამიანები ლიფტების პირველმა გამოჩენამ ამა თუ იმ საზოგადოებრივ დაწესებულებაში. ისინი იმდენად ფრთხებოდნენ მათთვის უცნობი და ინოვაციური ტექნოლოგიური მიღწევით, რომ ბევრი მათგანი უარსაც კი აცხადებდა ლიფტით სარგებლობაზე. იყვნენ გულადებიც, და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც საკუთარი ნერვიულობის ფასად ბედავდნენ ლიფტში ფეხის შედგმას. აღნიშნული გარემოების-და გამო, იმ სასტუმროებში, ოფისებში და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ სართულიდან სართულზე გადასაადგილებელი ინოვაციური მექანიკური მანქანებით, ლიფტის მწარმოებელმა კომპანიებმა დინამიკები დაამონტაჟეს ლიფტებში, რომლებიდანაც მგზავრთა დასამშვიდებლად მეტად წყნარი და მშვიდი მუსიკალური ნაწარმოებები ისმოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ვიტრუვიუსი