ელექტროდენის დარტყმა – „ეპიზოდი”
პირველმა ინფორმაციამ ადამიანზე ელექტროდენის დარტყმის შესახებ ჩვენამდე ძველ ეგვიპტური ტექსტებიდან მოაღწია. იმ ტექსტებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით 2750 წლით თარიღდებიან. (ავტორი გენია.ჯი) და ამაში ყველაფერში დამნაშავენი, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, თევზები არიან! დიახ, სწორედ რომ თევზები! კერძოდ კი – ელექტრული ლოქო, რომლის ელექტრულ ორგანოებსაც 360 ვოლტი ელექტროდენის იმპულსების წარმოქმნა შეუძლიათ. ადამიანებმა, რომლებიც კაცობრიობის დასაბამიდან ყველაფრისგან და ყოველივესაგან რაღაც სარგებელს გამოელიან და გამორჩებიან კიდეც, ელექტრული ლოქოს გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის დაიწყეს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ფარაონის ქვეყნის შვილებმა ამ უცნაური სახეობის თევზის სამედიცინო სამსახურში „ჩაყენება” მოახერხეს. ისინი ელექტრული ლოქოს საშუალებით მკურნალობდნენ თავის ტკივილს, პოდაგრასა და სხვა დაავადებებს. საყურადღებოა ისიც, რომ მკურნალობის ასეთ მეთოდს თანამედროვე ეპოქაშიც ფართოდ მიმართავს რიგი ეთნიკური ჯგუფების სახალხო მედიცინა.
P.S. ცნობისათვის, ელექტრულ ლოქოზე გაცილებით დიდი – 650-მდე ვოლტი ელექტროდენის იმპულსების წარმოქმნა ძალუძს მის ერთ-ერთ თანამოძმე თევზს – ელექტრულ გველთევზას. – (ავტორი გენია.ჯი)
ელექტრული ლოქო
ელექტრული გველთევზა