„ვაიმარის დეკადანსური კულტურა” – (ეპიზოდი)
პირველი მსოფლიო ომის დასრულებას ვაიმარის რესპუბლიკაში თავისუფლების სიოს დაქროლვა მოჰყვა თან. აყვავების ხანაში შევიდა როგორც მეცნიერება, ასევე კინემატოგრაფია, მუსიკა, სახვითი ხელოვნება, სპორტი… ამიტომაც ეწოდა იმ პერიოდს „ოქროს ოციანები”. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა თავისუფლების სიოს დაქროლვას ამასთანავე თან მოჰყვა „დეკადანსური კულტურის” უკიდურეს სიმაღლეებამდე აღორძინებაც. შეიძლება ითქვას, რომ ზემოაღნიშნულ ეპოქაში ვაიმარის რეპუბლიკა იქცა გარყვნილების, ნარკოტიკებისა და ყოველგვარი მანკიერების ერთგავრ ბუდედ. იქ აბსოლუტური თავისუფლება მიენიჭა ამორალური და აღვირახსნილი სექსუალური ფანტაზიების იდეების ხორცშესხმას. ამიტომაც არ არსებობდა ამ საკითხში ვაიმარელებში სიტყვა – „ზედმეტია”.
„ვაიმარული დეკადანსური კულტურის” ეპიცენტრად ბერლინი იქცა, რომლის მოსახლეობაც 13-ჯერ იქნა გაზრდილი 1920 წლისათვის. მოსახლეობის დარად, ბერლინში კაბარეების რაოდენობამაც ძალიან იმატა. სწორედ რომ კაბარეები გახდა ის ცენტრები, სადაც „სრულ თავისუფლებას” ეძლეოდნენ პირველ მსოფლიო ომს გამოვლილი ერის შვილები.
ვაიმარის რესპუბლიკაში არსებულმა გარყვნილებამ სხვა საღად მოაზროვნე ადამიანთა მსგავსად, უკიდურესად აღაშფოთა დიდი გერმანელი მწერალი და მოაზროვნე – შტეფან ცვაიგი.
„ბერლინი ნამდვილ ბაბილონს დაემსგავსა. გერმანელები სრული თავდავიწყებით გადაეშვნენ გარყვნილების მორევში. თქვენ წარმოიდგინეთ, ძველი რომაელებიც კი არ აწყობდნენ ისეთ ორგიებს, როგორებიც ეწყობა ჩვენში. იმ შემთხვევაში, თუ 16 წლის გოგონა ჯერ კიდევ ინარჩუნებს ქალწულობას, იგი უმალვე დაცინვის ობიექტად იქცევა ხოლმე. ვაიმარის რესპუბლიკაში დადგა დრო – ღირებულებების სრული დაცემისა და დამიწებისა”. – წერდა საკუთარი ერის ბედით დამწუხრებული დიდი გერმანელი მამულიშვილი. – (ავტორი გენია.ჯი)