მიხეილ ქვლივიძე – „ჩემი საწუხარი”

ადრე წიგნებს ვკითხულობდით,

ჩვენი სულის მარჩენალს,

„ჯაყოს ხიზნებს”, „გველის პერანგს”,

„დიდოსტატის მარჯვენას”.

კაზმულ სიტყვის მადლი გვეცხო

შუბლზე, როგორც მირონი,

და სუყველას სასთუმალთან

გვედო გალაკტიონი…

ახლა წიგნი ვიღას ახსოვს,

დრო დაგვიდგა ასეთი,

საქართველოს დროშასავით

ხელთ გვიჭირავს გაზეთი.

ვიკვებებით ყოველდღიურ

ჭორებით და ფაქტებით

და თანდათან განათლებულ

საქართველოს ვაკლდებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>