სქელნისკარტიანი ლაჟვარდოვანი ყვავი
ტაივანის ერთ-ერთ ეროვნულ სიმბოლოდ ქცეული – სქელნიასკარტიანი ლაჟვარდოვანი ყვავი, ენდემური სახეობის ფრინველს წარმოადგენს და ძირითადად მთის მასივებში, ზღვის დონიდან 300 – 1200 მეტრ სიმაღლეზე არის გავრცელებული. (ავტორი გენია.ჯი) „მთილ გრძელკუდიანი ლედი”, როგორც მას ადგილობრივები მოიხსენიებენ, ყვავისებრთა რიგის სხვა სახეობებისაგან მართლაც რომ უნიკალური ფერთა გამით არის გამორჩეული. მათი სხეულის სიგრძე 65 სანტიმეტრამდეა, კუდის სიგრძე კი ხშირ შემთხვევაში 40 სანტიმეტრსაც უტოლდება. ფრთების საშუალო სიგრძე გაშლილ მდგომარეობაში – 18 სანტიმეტრიდან 21 სანტიმეტრამდე მერყეობს. ბინადრობენ ჯგუფებად. გუნდში ხშირად 6 ერთეული ეგზემპლარი შედის. როგორც სხვა სახეობის ყვაყვისებრნი, გამოირჩევიან მაღალი ხმითა და მათთვის დამახასიათებელი ყრანტალით.
სქელნისკარტიანი ლაჟვარდოვანი ყვავების საკვები მენიუ შედგება ქვეწარმავლებისგან, მღრნელებისგან, მწერებისგან, ცხოველთა ლეშისგან და მცენარეული ნაყოფისგან. განსაკუთრებით ეტანება გარეულ ლეღვს. საკვების იმ ნაწილს, რომელსაც გამაძღარნი ვეღარ შეექცევიან, საგულდაგულოდ მალავენ მიწაზე მრავლად დაყრილ ფოთოლთა ქვეშ. ადგილი დამალული სარჩოსი, არასოდეს ავიწყდებათ.
მონოგამიის მიმდევარნი (ერთქორწინება) ბუდეებს ყველაზე მაღლი ხეების კენწეროებში იგებენ. სანამ ბუდეში კვერცხზე მდედრი ზის, მანამ მამრი მისი საკვებით უზრუნველსაყოფად ზრუნავს. დებენ 3 – 8 კვერცხს. ინკუბაცია 17 – 19 დღის განმავლობაში გრძელდება. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ გამოირჩევიან საკუთარი ბუდეების განსაკუთრებული დაცვის უნარით.
კონტინენტური ჩინეთის მახლობლად არსებულ კუნძულ ტაივანზე – 2007 წელს ჩატარდა კონკურსი, რომელსაც აღნიშნული კუნძულის ეროვნული ფრინველი უნდა გამოევლინა. ჟიურის წევრებს არჩევანი სქელნისკარტიან ლაჟვარდოვან ყვავსა და მეორე ენდემურ ფრინველს – ფარშავანგ მიკადოს შორის უნდა გაეკეთებინათ. არჩევანი ყვავისებრთა ოჯახის ამ უნიკალური სახების სასარგებლოდ გაკეთდა. – (ავტორი გენია.ჯი)