დიპლომატიური საჩუქარი – „ეპიზოდი”
დიპლომატიური საჩუქრების შესახებ ინფორმაცია ისტორიის ადრეული პერიოდიდან მოდის. ასე მაგალითად – „ქალწულ დედოფლად” წოდებულმა ინგლისის ლეგენდად ქცეულმა დედოფალმა – ელისაბედ I ტიუდორმა, „მრისხანედ” წოდებულ გაერთიანებული რუსეთის პირველ მეფეს – ივანე IV ვასილის ძეს, საჩუქრად – ცოცხალი ლომები გაუგზავნა, რომლებიც მონარქის ბრძანებით კრემლის სიახლოვეს დააბინავეს. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ლომებისა, ამა თუ იმ ქვეყნის მბრძანებელი თავის კოლეგებს საჩუქრად უძღვნიდნენ – სპილოებს, ჟირაფებს, ბეჰემოტებს, აქლემებს და სხვა სახეობის ეგზოტიკურ ცხოველებს.
ასე რომ, დიპლომატიურ დასაჩუქრებას ფართოდ ჰქონდა ფესვი გადგმული კაცობრიობის ისტორიის მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე. თავის მხრივ, საჩუქრებს მონარქები განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ და უვლიდნენ. თუმცა… სხვაგვარადაც ხდებოდა…
ესპანეთის სამეფოს ელჩმა ჩინეთის იმპერატორს დიპლომატიური საჩუქრის რანგში თავისი ქვეყნის მეფის მიერ გაგზავნილი სპანიელის სანადირო ჯიშის რამდენიმე ლეკვი გადასცა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ესპანელმა მონარქმა დიპლომატს დაავალა, გაეგო, რამდენად მოეწონა ჩინელ იმპერატორს საჩუქრად მირთმეული ძღვენი. პასუხი ევროპელი მეფისათვის მართლაც რომ შოკის მომგვრელი გამოდგა – „ყველა მათგანი ძალიან გემრიელი იყო…” – (ავტორი გენია.ჯი)