ჯემალ ქარჩხაძე წერდა…
„ხატს დარაჯად უნდა დაუდგე, რათა არაფერი უხეში, არაფერი მდაბალი, არაფერი ყოველდღიური და თუნდაც ადამიანური არ მიეკაროს, ხატს მტვერი უნდა გადაწმინდო და, როცა კედელზე გიკიდია, კედელსაც უნდა გადაწმინდო მტვერი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გამოცდილება როგორც წესი, დაგვიანებით მოდის”.
* * *
„თუ შეძლებ ცხოვრება თამაშად აქციო, წუთისოფლის ოღრო-ჩოღროებსაც უფრო იოლად გადაივლი”.
* * *
„კაცი რომ იბადება, მარტო თავისთვის არ იბადება”.
* * *
„მე, მაგალითად, სანამ ბოლომდე ვიტყოდე იმას, რაშიაც დარწმუნებული ვარ, უკვე იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ვცდები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საქართველო ისეთი ხომალდი გამოდგა, რომელშიაც შემოქმედს საჭის ჩამონტაჟება დაავიწყდა”.
* * *
„დედამიწის ზურგზე ჯერ კაცი არ დაბადებულა, რომელსაც მხოლოდ ის ეკეთებინოს, რასაც ფხიზელი გონება და საღი აზრი კარნახობდა”.
* * *
„ინტელიგენტში მე ვგულისხმობ ადამიანს, რომელსაც ცხოველური საწყისი ბოლომდე დაძლეული აქვს და ინტელექტუალურ მოთხოვნილებათა შესაბამისად ცხოვრობს”.
* * *
„ცოტაც და იმ საქართველოდან, რომელიც ჩვენს ცნობიერებაშია აღბეჭდილი და რომელიც გვიყვარს, სულ სხვა საქართველოს მივიღებთ”.
* * *
„საკუთარი თავის წინააღმდეგ ბრძოლა არ ვიცით”. – (ავტორი გენია.ჯი)