ალფრედ დობლინი წერდა…
„ადამიანში მთავარი თვალები და ფეხებია! სამყაროს დანახვა და მასთან მისვლა უნდა შეგეძლოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მართალია, საინტერესო ამბები ვერ დაგაპურებს, მაგრამ შიმშილს კი გავიწყებს”.
* * *
„რაც უნდა იყოს, არის ოხვრაში რაღაც ადამიანური”.
* * *
„მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც რაღაც დავაშავეთ, ადამიანები აღარ ვართ?”
* * *
„ზოგჯერ მოვლენები, ჩვენ რომ გვინდა, ისე არ ვითარდება. ხანდახან სულ პირიქით ხდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვინც უნდა იყოს მიცვალებული და რა დანაშაულიც უნდა ჰქონდეს ჩადენილი, მაინც ადამიანია”.
* * *
„ამ დედამიწაზე ბევრი რამ ისეთი ხდება და მომხდარა, რისი მოყოლაც ღირს მოხუცისთვისაც და ახალგაზრდისთვისაც”.
* * *
„პოლიტიკას ვერსად დაემალები, სადაც უნდა წახვიდე, პოლიტიკა ყველგან არის”.
* * *
„ფულს მხოლოდ თაღლითობით შოულობენ. ნათქვამია, წესიერი მუშაობით ქვის პალატებს ვერ აიშენებო! ასეა, შრომით ამქვეყნად ჯერ არავინ გამდიდრებულა, კი, ნამდვილად ასეა”.
* * *
„მე თავისუფალი ადამიანი ვარ ან არავინ”. – (ავტორი გენია.ჯი)