ჟან კარლი – „ეპიზოდი”
„თანამედროვე პარფიუმერიის მამად” წოდებული ფრანგი პარფიუმერი – ჟან კარლი (1892-1966 წლები) გახლდათ პირველი ადამიანი, რომელმაც სუნამოების დამზადება არომატების რაციონალურ საფუძვლებზე დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი) იგი მიიჩნევდა, რომ პარფიუმერისათვის სულაც არ იყო აუცილებელი ქიმიის ცოდნა. მისთვის ყველაზე მთავარ საყრდენს წარმატების გზაზე – ნიჭიერება წარმოადგენდა. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ თავად ჟანი, ქიმიის უზარმაზარ ცოდნას ფლობდა, რასაც შესანიშნავადაც იყენებდა პარფიუმერიის წარმოებაში. მის მიერ ნაწარმოები სუნამოები – „Tabu”, „Canoe”, Miss Dior” და „Indiscret” იშვიათი არომატის გამოისობით ბაზარზე მოთხოვნად პროდუქტებს წარმოადგენდნენ.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ფრანგ პარფიუმერს მისდა საუბედუროდ, ყნოსვის გრძნობა სრულად გაუქრა. მიუხედავად ამისა, ჟანს მუშაობა მაინც არ შეუწყვეტია. საკვირველია ის ფაქტი, რომ ჟან კარლმა მის მიერ შემუშავებულ არომატთა შორის საუკეთესო არომატი სწორედ რომ იმ პერიოდში შექმნა.
ჟან კარლის ისტორიამ რატომღაც ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი გამახსენა, რადგან მანაც მაშინ დაწერა თავისი შემოქმედების საუკეთესო მუსიკალური ქმნილება (მთვარის სონატა), როდესაც ყურში სრულად დაკარგა სმენა. – (ავტორი გენია.ჯი)