„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ეჰ, ვის არ შეუცოდავს, ვის არ დაუშავებია?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ გაყოფაა, ყველას თანაბრად”.
* * *
„ზოგჯერ ზედმეტიც უნდა დალიო კაცმა, მაგრამ თავი არასდროს დაკარგო”.
* * *
„ყველა ერთნაირია”.
* * *
„გახსოვდეთ, ის, რაც მნიშვნელოვანია თქვენთვის, თქვენი მეგობრებისთვისაც მნიშვნელოვანია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როგორც ჩანს, სამართალი მართლაც სანთლით ყოფილა საძებნი”.
* * *
„ჭეშმარიტებაა: ყოველი ადამიანი მხოლოდ თავის გამორჩენაზე ფიქრობს სხვების საზიანოდ”.
* * *
„ადამიანში ორი არსება ბუდობს. ერთი – სულიერი, ისეთი კეთილდღეობის მაძიებელი, რომელიც სხვებსაც არგებს, და მეორე – პირუტყვული, მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის მძებნელი, რომელიც მზად არის, ამის მისაღწევად მთელი სამყაროს კეთილდღეობა გაწიროს”.
* * *
„დიახ, ბატონო, ცუდად ვცხოვრობთ, ცუდად. სხვა რა გითხრათ”.
* * *
„წარსულის გახსენებას დასევდიანება სჩვევია ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)