ჯეიმზ ფენიმორ კუპერი – „ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი მწერალი – ჯეიმზ ფენიმორ კუპერი (1789-1851 წლები), ქვეყნიერებას მეტად მდიდარი მიწათმფლობელისა და მოსამართლის – უილიამ კუპერის მრავალშვილიან ოჯახში მოევლინა. (ავტორი გენია.ჯი) რევოლუციის წლებში უილიამმა ნიუ-იორკიდან სამი დღის სავალ გზაზე მიწა შეისყიდა, სადაც ჯერ საცხოვრებელი სახლი აიგო და შემდგომ, დღეისათვის ეგზომ ცნობილი დასახლება კუპერსთაუნიც დააარსა. მშენებლობის დასრულებისთანავე უილიამმა მეუღლეს განუცხადა, რომ საცხოვრებლად ახლადშეძენილ მამულში უნდა გადასულიყვნენ. ხმაურიანი ქალაქის ფუფუნებასა და კომფორტში მაცხოვრებელ ქალს ქმრის ახალმა იდეამ თავზარი დასცა. მას არ სურდა მისთვის უცნობ ადგილზე გადასახლება, თუნდაც ის ძალიან მყუდრო ადგილი ყოფილიყო. ამიტომან მან უილიამს შეთავაზებულ წინადადებაზე უარი განუცხადა. მიუხედავად ამისა, ქმარმა მოსამსახურეებს მაინც დააცლევინა თავისი ძველი ბინა. ერთადერთი, ვინც ცოცხალი თავით არ ტოვებდა სახლს, ჯეიმზის დედა – ელისაბედი იყო. იგი სასტუმრო ოთახის სავარძელში იჯდა და ფეხის მოცვლას არ აპირებდა არსად. შედეგად, უილიამი იძულებული გახდა, სავარძელში მჯდომი ქალი თავის სავარძლიანად გამოეყვანათ მსახურებს სახლიდან. იმ დროს სათავგადასავლო რომანის მომავალი კლასიკოსი – ჯეიმზ ფენიმორ კუპერი, სულ რაღაც ერთიოდე წლის ასაკში იმყოფებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
უილიამ კუპერი