იაჰია ჯამე – „ეპიზოდი”
აფრიკის ცხელ კონტინენტს მრავალი „ცხელთავიანი” დიქტატორი მოუნელებია თავისი ხანგრძლივი არსებობის განმავლობაში. ერთ-ერთ იმათგანს წარმოადგენდა მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი (იგი სულ რაღაც 31 წლის ასაკში გაპრეზიდენტდა გამბიის ისლამურ რესპუბლიკაში) – იაჰია ჯამე. (ავტორი გენია.ჯი) ეს ექსცენტრიული მმართველი საკუთარ თავს „დიდ მკურნალად” მიიჩნევდა და დარწმუნებული იყო, რომ მისი ოდნავი ხელით შეხებაც კი კურნავდა ადამიანებს. მას ისიც სჯეროდა, რომ შეძლო და გამოიგონა წამალი ისეთი საშინელი სენით დაავადებული ადამიანების განსაკურნებლად, როგორიც გახლავთ – შიდსი.
ყოველივე ამის ფონზე საკვირველია, რომ სხვა მკურნალებს იგი ჯადოქრებად მოიხსენიებდა და სასტიკადაც უსწორდებოდა. იაჰიას ჯადოქრებად ძირითადად გამბიელი უხუცესები მიაჩნდა. იგი ამბობდა, რომ მათმა ხანდაზმულ ასაკს ჯადოქრობის საშუალებით მიაღწიესო. შედეგად, ჯამეს უშუალო ინიციატივით ქვეყანაში გამოცხადებული იქნა „ჯადოქრებზე ნადირობა”. ამ სადამსჯელო ღონისძიების ფარგლებში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ასეულობით უხუცესი გამბიელი დააკავეს. საბოლოო ჯამში, წინაპრებთან მებრძოლმა იაჰია ჯამემ ჯადოქრობაში ბრალდებულთა უდიდესი ნაწილი არა მარტო ციხეს დააჯერა, არამედ სასტიკ წამებასაც დაუქვემდებარა. – (ავტორი გენია.ჯი)