ვახტანგ VI – “ქილილა და დამანა”
არაბულ-სპარსული ზღაპრების კრებული – “ქილილა და დამანა”,რომელიც საუკეთესო დიდაქტიკურ ნაწარმოებად გახლავთ მიჩნეული,დაწერილ იქნა სანსკრიტულ ენაზე,შექმნილი ინდური “პანშატანტრადან”.ქართველმა მეფემ და ახალი ქართული ლიტერატურის სულისჩამდგმელმა – ვახტანგ VI-ემ (1675-1737 წლები),უზარმაზარი შრომის გაწევის შედეგად თარგმნა იგი ქართულ ენაზე.უშუალოდ მისი დამსახურებაა,თუ დღეს ჩვენ გვაქვს მსოფლიოში საყოველთაოდ განთქმული ამ იგავ-არაკთა კრებულის საუკეთესო ქართული თარგმანი. (ავტორი გენია.ჯი) მან ადრიდანვე ყურადღება მიაქცია,რომ ამ თხზულების თარგმნა დაეწყო თეიმურაზ პირველის მამას,დავითს,რომელსაც იგი “კუსა და მორიელის” არაკამდე მიეყვანა.ვახტანგმა ჯერ ვინმე სპარსელს და შემდეგ ასევე ჩვენთვის უცნობ სომეხს დაავალა,გაეგრძელებინათ დავითის დაწყებული სამუშაო,რომლებმაც დავალება შეასრულეს,მაგრამ ისე ვერა,დამკვეთს რომ მოსწონებოდა.ამ უკანასკნელს არც დავითისეული ტექსტი აკმაყოფილებდა.ამიტომ იყო,ქირმანში გადასახლებისას თვითონვე თავიდან ბოლომდე თარგმნა ეს ვეებერთელა თხზულება.ვახტანგ VI პირწმინდად და ზედმიწევნით გაჰყვა დედანს და შექმნა არა იმდენად მხატვრული,რამდენადაც ზუსტი პწკარედული ტარგმანი. (ავტორი გენია.ჯი) სრულყოფილი მხატვრული ტექსტის მისაღებად თავად მოუცლელმა მეფე-პოეტმა თავისი თარგმანი სარედაქციოდ ჯერ ოანა მდივანს,მერე სულხან-საბა ორბელიანს გადასცა.ოანა თხზულბის მხოლოდ ნაწილს შეეხო,სულხან-საბამ კი მთელი ტექსტი ძირფესვიანად გადაამუშავა.ვახტანგ მეფეს მოეწონა ქართველი მეიგავის ნაშრომი და მისი დასტურით ეს ტექსტი გავრცელდა საქართველოში.ამიტომაცაა,რომ ვახტანგ VI-ეს უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ უნიკალური მსოფლიო მნიშვნელობის დიდაქტიკური თხზულების ქართველთა შორის გავრცელებაში. (ავტორი გენია.ჯი)