„ჯაუჰარის რიტუალი” – (ეპიზოდი)
პაკისტანსა და ინდოეთში მაცხოვრებელ – რაჯპუტების ეთნო სოციალური ჯგუფის ხალხში, ადრეულ საუკუნეებში ერთ ძალიან უცნაურ ტრადიციას ჰქონდა ფესვი გადგმული. (ავტორი გენია.ჯი) ამ უძველესი ტრადიციის თანახმად, რომლის სახელწოდებაც გახლდათ – „ჯაუჰარის რიტუალი”, მტრების შემოსევის შემთხვევაში, ბრძოლის გამართვის წინ, დიდგვაროვანი რაჯპუტი ქალები საკუთარი ქმრების, მამებისა და ძმების წინაშე სპეციალურად დანთებულ კოცონებზე იწვავდნენ მასობრივად და ნებაყოფლობით თავს. ამ გაუგონარი მეთოდის დანიშნულება ის გახლდათ, რომ ბრძოლისათვის შემზადებულ მამაკაცებს სიკვდილის მიმართ ყოველგვარი შიში გაქრობოდათ და კიდევ უფრო გაშმაგებით და დაუნდობლად გასწორებოდნენ მტრებს.
რაჯპუტ ხალხში „ჯაუჰარის რიტუალის” აღსრულების ყველაზე ცნობილი ფაქტები დაფიქსირებული იქნა 1303, 1534 და 1568 წლებში ქალაქ ჩიტორგარჰის ალყის პერიოდში. – (ავტორი გენია.ჯი)