ბურუნდის რესპუბლიკა – „ეპიზოდი”

საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ აფრიკის ცხელ კონტინენტზე განთავსებულ მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს სახელმწიფოში – ბურუნდის რესპუბლიკაში, რომლის მოსახლეობა 11 მილიონ ადამიანზე მეტს შეადგენს, ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს. (ავტორი გენია.ჯი) „ბურუნდის უნივერსიტეტი” ქვეყნის დედაქალაქ – გიტეგაში 1960 წელს იქნა გახსნილი. გარდა ერთადერთი უმაღლესი სასწავლებლისა, ბურუნდის რესპუბლიკაში, სადაც გზების მხოლოდ 7%-ია მოასფალტებული, 60-მდე ბიბლიოთეკაც ფუნქციონირებს, თუმცა ისინიც, ცოდნის შეძენის მსურველთა უკიდურესი სიმცირის გამოისობით, თითქმის უფუნქციოდ არიან დარჩენილნი.

განათლების მიღება ბურუნდიში ყველასთვის სავალდებულო კია, მაგრამ კვალიფიციური პედაგოგიური კადრების არარსებობის გამოისობით, სათანადო განათლებას მომავალი თაობა ვერა და ვერ ეუფლება. საშუალო განათლებას ბურუნდელი ბავშვები 7 წლის ასაკიდან ეუფლებიან. სრულ სასწავლო კურსს კი ისინი 13 წლის ასაკში ასრულებენ…

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყანაში უმდაბლეს დონეზეა განვითარებული მედიცინა. ის რომ, ბურუნდიში მედიკოსთა ძალიან დიდი დეფიციტი შეინიშნება, გაერო-ს მონაცემებიც კარგად მოწმობენ: ყოველ 37 581 მოქალაქეზე – 1 ექიმი მოდის. ამავე წყაროზე დაყრდნობის მიხედვით, ბურუნდის რესპუბლიკა საერთო ჯამში, სულ რაღაც ორასიოდე ექიმს მოითვლის. – (ავტორი გენია.ჯი)

ბურუნდის უნივერსიტეტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>