ფრენსის პერკინსი – „ეპიზოდი”
1911 წლის 25 მარტს, ნიუ-ორკში განთავსებულ ერთ-ერთ უდიდეს სამკერვალო საწარმოში – „Triangle Shirwaist”-ს ხანძარი გაჩნდა, რასაც საუბედუროდ – 146 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთაგანაც 123 მათგანი ქალი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ამ უკიდურესად ტრაგიკულ მოვლენას სხვა უამრავი ადამიანის მსგავსად, თვალს ადევნებდა სამკერვალო ფაბრიკის სიახლოვეს მყოფი ქალბატონი, ვის სახელსა და გვარს - ფრენსის პერკინსი (1880-1965 წლები) წარმოადგენდა. იგი საკუთარი თვალით ხედავდა, თუ როგორ ხტებოდნენ და იხოცებოდნენ ცეცხლმოკიდებული შენობის მაღალი ფანჯრებიდან გადმომხტარი ადამიანები.
ნანახმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ ფრენსისმა უმალვე გადაწყვიტა ბრძოლა მუშა-მოსამსახურეთა უსაფრთხო სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად. ამაში პერკინსს აშშ-ის ლეგენდად ქცეულ პრეზიდენტთან – ფრანკლინ დელანო რუზველტთან მეგობრობამაც შეუწყო ხელი. ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რუზველტმა შრომის მინისტრად სწორედ რომ ფრენსის პერკინსი დანიშნა. შედეგად, იგი აშშ-ის ისტორიაში იქცა პირველ ქალბატონად, რომელსაც პატივად ხვდა მინისტრთა კაბინეტის წევრად გახდომა. აქვე საყურადღებოა ის გარემოებაც, შინაგან საქმეთა მინისტრი – ჰაროლდ იკესი და თავის საქმიანობაში ერთობ წარმატებული შრომის მინისტრი – ფრენსის პერკინსი იყვნენ ერთადერთი წევრები რუზველტის მინისტრთა კაბინეტისა, რომლებმაც თავიანთი თანამდებობები არასოდეს დაუტოვებიათ ფრანკლინის პრეზიდენტობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ანუ, 1933-1945 წლებში. – (ავტორი გენია.ჯი)