ოთარ რამიშვილი – „სიყვარულმა დამტოვა”

სიყვარულმა დამტოვა,

სხვისკენ შეიფრთხიალა,

ახლა ისევ მარტო ვარ,

გულს აკვნესებს იარა.

ამეშალა ნერვები,

აშლილია გიტარა…

ასე იცის ყველაფრის

გულთან ახლოს მიტანამ.

კომენტარის დატოვება