კრისტიან იოჰან ჰაინრიხ ჰაინე – “სიმღერების წიგნი”
“სიმღერების წიგნი” – (Buch der Lieder) გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი რომანტიკოსი პოეტის,პუბლიცისტისა და კრიტიკოსის - კრისტიან იოჰან ჰაინრიხ ჰაინეს (1797-1856 წლები) მიერ დაწერილი შესანიშნავი ლექსების კრებული,რომელიც გამოიცა 1827 წელს და პოეტს მოუტანა მსოფლიო აღიარება.ამ წიგნმა ჩაუყარა საფუძველი ეგრეთწოდებულ “ჰაინიზმს” – “ჰაინემანიას”,რადგან უამრავმა პოეტმა დაიწყო მიბაძვა მისი პოეტური სტილისა. (ავტორი გენია.ჯი) “სიმღერების წიგნი” შედგება ოთხი ციკლისაგან:
1. “ახალგაზრდული ტანჯვა” – დაწერილი 1816-1821 წლებში.
2. “ლირიკული ინტერმეცო” – დაწერილი 1822-1823 წლებში.
3. “ისევ სამშობლოზე” – დაწერილი 1823-1824 წლბში.
4. ჩრდილოეთის ზღვა” – დაწერილი 1825-1826 წლებში.
წიგნის თემა გახლავთ სიყვარული,რომელიც მთელ წიგნს მოიცავს.იგი არა მარტო საერთოფილოსოფიური ხედვისაა,არამედ სუბიექტურ-რომანტიკული ასპექტებითაცაა გაჯერებული,რაც ერთგვარად გამოხატავს სრულიად ახალ გაგებას “ჰაინისეური” სიყვარულისა.აუნაზღაურებული (უიღბლო) სიყვარული გამოდის პროტესტის სახით გარეთ და უპირისპირდება გარემომცველ სამყაროს.კრებული შეიცავს ცხოვრებისეულ ტრადიციებს ადრეული რომანტიზმისა და აღნიშნული წიგნი ჰაინრიხ ჰაინეს ერთ-ერთ საუკეთესო კრებულად არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)