ლევ ლანდაუ – „ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური საბჭოთა ფიზიკოსის – ლევ ლანდაუს (1908-1968 წლები) ძირითად სამუშაო ადგილს, მის კაბინეტში განთავსებული სავარძელი წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ მუშაობის პროცესში იგი არ იყენებდა არც რაიმე სახის გზამკვლევ წიგნს ფიზიკაში, არც საწერკალამს, არც ქაღალდსა და არც ლოგარითმულ სახაზავს. ყველა ურთულეს გამომთვლელ ფორმულებსა და თეორიებს დიდი მეცნიერი საკუთარ გონებაში ამუშავებდა, რაც შემდგომ სხვებს გადაჰქონდათ ფურცლებზე. ასეთივე მეთოდით შექმნა მან საყოველთაოდ ცნობილი სამეცნიერო ნაშრომი, სახელწოდებით – „თეორიული ფიზიკის კურსი”. მასზედ მუშაობის პროცესში ლანდაუ სავარძელში იყო გადაწოლილი და ქაღალდზე გადასატან ტექსტს თავის ყოფილ მოწაფესა და ამავე სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორად მიჩნეულ, გამოჩენილ საბჭოთა ფიზიკოსს – ევგენი ლიფშიცს კარნახობდა. აღნიშნული გარემოება კარგად იყო ცნობილი ფიზიკოსებისა და სტუდენტებისთვის, რის გამოც ისინი ხშირად ხუმრობდნენ ხოლმე მახვილგონივრულად – „თეორიული ფიზიკის კურსში” არც ერთი აზრი არა დევს ლიფშიცის და არც ერთი სტროფი ლანდაუსიო”. – (ავტორი გენია.ჯი)
ევგენი ლიფშიცი