ლუი არმსტრონგი – „ეპიზოდი”
გენიალური ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი – ლუი არმსტრონგი (1901-1971 წლები), ვინაც ვირტუოზულად ფლობდა საყვირზე დაკვრის ხელოვნებას, იმდენად ხშირად უკრავდა აღნიშნულ მუსიკალურ ინსტრუმენტზე, რომ ტუჩებზე დროთა განმავლობაში მასიური კოჟრებიც კი გაუჩნდა. იმისათვის, რომ არმსტრონგს ტუჩებიდან კოჟრები მოეშორებინა, რაც ასე უშლიდა ხელს მას საყვირზე დაკვრაში, რეგულარულად იყენებდა სამართებელს. – (ავტორი გენია.ჯი)
ლუი არმსტრონგის დაკოჟრილი ტუჩები