საფულე – „ეპიზოდი”
ისტორიული დოკუმენტების მტკიცებით, ამა თუ იმ ცხოველის ტყავისაგან დამზადებულ სპეციალურ ტომსიკებში ფულის შენახვა პირველად მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში განთავსებულ უძველეს სახელმწიფო – ლიდიაში დაიწყეს. ცნობილია ისიც, რომ პირველი მრგვალი ფორმის მქონე მონეტების მოჭრაც (ძვ.წ.აღ-ით 640-630-იანი წლები) ლიდიელების სახელთან არის ასოცირებული. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ საფულეთა გამოყენებას სხვა ცივილიზაციის ხალხმაც მიჰყო ხელი. თუმცა მათი საფულის გარეგნული მხარეეები ერთობ განსხვავებულნი იყვნენ ერთმანეთისაგან. მაგალითად, ფარაონთა ქვეყანაში – ეგვიპტეში, საფულეს ქსოვილისაგან შეკერილი თანამედროვე ჩანთის ფორმა გააჩნდა; ქსოვილისაგან იქმნებოდა საფულეები ბაბილონშიც, მაგრამ ისინი ეგვიპტურისაგან განსხვავებით, მცირე ზომით გამოირჩეოდნენ. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფორმა გააჩნდა ძველი ეპოქების იაპონიასა და ჩინეთში გავრცელებულ საფულეებს. აღნიშნულ ქვეყნებში, როგორც ცნობილია, იჭრებოდა მონეტები, რომელთა შუა ნაწილზეც დატანილი გახლდათ სხვადასხასხვა ფორმის მქონე ნახვრეტები. შედეგად, იაპონელებში და ჩინელებში საფულეთა ფუნქციას ასრულებდა არა რაიმე სახის ტყავისაგან ან რომელიმე ქსოვილისაგან შეკერილი საფულეები, არამედ ჩვეულებრივი თასმები, რომლებზედაც თავის მხრივ, გახვრეტილი შუა ნაწილით იკიდებოდა ფული. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის, თანამედროვე სახე საფულეებმა აღორძინების ხანაში მიიღეს.
ძველი იაპონური ფულის ერთ-ერთი ნომინალი