მიხა ხელაშვილი – „მიწისგანა ვარ შობილი”

ერთხელ მეც დავიკარგები,

სახლში არ დავბრუნდებია,

ბნელსა და ოხერ საფლავში

ნელ-ნელა დავეშვებია,

წახდება ხორციელობა,

დარჩება ტიტველ ძვლებია,

გულო, მაგ შენის ფიქრებით,

შენაც თან ჩამომყვებია.

მიწისგანა ვარ შობილი,

მიწას ვერ ავცილდებია,

მიწა მზრდის, მიწა მახარებს,

ბოლოს მეც დავმიწდებია.

კომენტარის დატოვება