„დამაკვირდი”

„პუტინს სურს მართოს, როგორც სტალინმა, ხოლო იცხოვროს, როგორც აბრამოვიჩმა”. – გარი კასპაროვი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვინც არ უნდა იყო – უკეთესი იყავი”. – აბრაამ ლინკოლნი

* * *

„უმჯობესია თქვა ზედმეტი, ვიდრე არ თქვა აუცილებელი”. – გაიუს პლინიუს ცეცილიუსი

* * *

„ვისაც რა სურს, იმისი სწამს”. – დემოსთენე

* * *

„ჯანსაღი აზრი მუშტებზე გაცილებით ძლიერია”. – ჯეიმზ გარფილდი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მე მაშინაც კი ოპტიმისტად ვრჩები, როცა საქმე რუსეთს ეხება”. – ჯონ კერი

* * *

„ისტორია – საუკეთესო მასწავლებელია, თუმცა ყველაზე ცუდი მოწაფეები ჰყავს”. – ინდირა განდი

* * *

„ადამიანს საკუთარი უძლურების უფრო უნდა ეშინოდეს, ვიდრე ძლიერი მტრისა”. – ისააკ რაზაკოვი

* * *

„კრიტიკა შოკოლადი არ არის, რომ გიყვარდეს”. – ლეონიდ ბრეჟნევი

* * *

„ღირსება ბოლომდე უნდა იყოს შენარჩუნებული”. – მარი ანტუანეტი – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება