ჯორჯ V – „ეპიზოდი”
გაერთიანებული სამეფოს მეფე – ჯორჯ V (1865-1936 წლები), ვინაც დაქორწინებული გახლდათ უდროოდ გარდაცვლილი ძმის დანიშნულ საცოლეზე, ბრძნული აზრებისა და ციტატების განსაკუთრებულად მოყვარე მონარქს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც ეძიებდა ხოლმე იგი ხშირად მათ, რომელთაგანაც საუკეთესოები შემდგომ პირად რვეულში გადაჰქონდა. თუმცა, ბრიტანელი მონარქის ერთ-ერთ უსაყვარლეს ციტატას მაინც საკუთრივ თავისი გამონაგონი ციტატა წარმოადგენდა: „ღმერთო, მასწავლე, არ მოვითხოვო შეუძლებელი და არ ვიდარდო გამოუსწორებელზე”. აღნიშნული ციტატა ჯორჯს იმდენადაც კი მოსწონდა, რომ იგი სპეციალურ ჩარჩოში ჩაასმევინა ხელოსნებს და ბუკინგემის სასახლეში განთავსებული საკუთარი ბიბლიოთეკის კედელზე დააკიდებინა გამოსაჩენ ადგილას. ბიბლიოთეკისა, სადაც ჯორჯი თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს ატარებდა ხოლმე. – (ავტორი გენია.ჯი)