ლუი XIV დე ბურბონი – „ეპიზოდი”
„მეფე-მზედ” წოდებულმა საფრანგეთის ლეგენდარულმა მონარქმა – ლუი XIV დე ბურბონმა (1638-1715 წლები), ერთხელ, ერთ-ერთ ფრანგ დიდგვაროვანს მისდა მოულოდნელად ჰკითხა, იცოდა თუ არა მან ესპანური ენა, რაზეც მისგან უარყოფითი პასუხი მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) „ – სამწუხაროა”. – წარმოთქვა ლუიმ. თავის მხრივ, დიდგვაროვანმა ივარაუდა, რომ მეფე მას ესპანეთის სამეფო კარზე ელჩად დანიშვნას და, მაშასადამე, დაწინაურებას უპირებდა. შედეგად მან საგულდაგულოდ დაიწყო ესპანური ენის შესწავლა. რამდენიმე ხანში იგი ლუის წინაშე წარსდგა და ამაყად განუცხადა, რომ სრულყოფილად დაეუფლა ესპანურ ენას. „ – მშვენიერია, – მიუგო მეფემ, – ესე იგი, ახლა უკვე თქვენ ორიგინალში შესძლებთ „დონ კიხოტი”-ს წაკითხვას”. – (ავტორი გენია.ჯი)