იცით თუ არა, რომ?!

1. შოტლანდიის ტრაგიკულად აღსრულებული დედოფლის – მარიამ სტიუარტის სიმაღლე – 180 სანტიმეტრს შეადგენდა. და ეს მაშინ, როდესაც იმ პერიოდში – 1 მეტრისა და 70 სანტიმეტრი სიმაღლის მქონენი – ერთობ მაღალი სიმაღლის მქონე ქალბატონებად იყვნენ მიჩნეულნი. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. გენიალური ნიდერლანდელი ფერმწერის – ვინსენტ ვან გოგის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც იგი უკიდურესი სიდუხჭირის გამოისობით იძულებული ხდებოდა თავისი შედევრი-ტილოები – საჭმელზე გადაეცვალა.

* * *

3. ერთადერთი ქვეყანა დედამიწაზე, რომელსაც ქალის საპატივცემულოდ ეწოდა სახელი, კარიბის ზღვაში განთავსებული კუნძულოვანი სახელმწიფო – სენტ-ლუსია.

* * *

4. ჩეხური ტერიერი – ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობაა ძაღლისა. სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად, დღეისათვის ჩეხური ტერიერის სულ რაღაც 350 ერთეული ეგზემპლარია შემორჩენილი. ცნობისათვის, აღნიშნული ჯიშის ძაღლი 1948 წელს იქნა გამოყვანილი ჩეხოსლოვაკიაში.

* * *

5. მანგუსტი – გახლავთ სამი სახეობის იშვიათი ცხოველიდან ერთ-ერთი იმათგანი, რომელიც იმუნურადაა დაცული გველის შხამისაგან. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. უკანასკნელი შტატი ამერიკის შეერთებული შტატებისა, სადაც 2013 წელს ოფიციალურად იქნა აკრძალული მონათმფლოველობა – მისისიპი გახლავთ.

* * *

7. ერთადერთი კონტინენტი, სადაც კუ არ ბინადრობს, ანტარქტიდაა.

* * *

8. სმენა – ადამიანის ყველაზე სწრაფი გრძნობაა.

* * *

9. იხვებს წყლის სიღრმეში 6 მეტრზე ძალუძთ ჩაყვინთვა.

* * *

10. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ სასქესო ორგანოები ლოკოკინებს – თავში აქვთ განთავსებული. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>