ამონარიდები ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობებიდან…
„თვით ყველაზე სულმდაბალ კაცშიც არსებობს რაღაც ღირსება”. – (კაცი ზღურბლზე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ტენიოსი ამბობს: ერთი ყვავილის ჩაწვდომა რომ შეგვეძლოს, იმასაც მივხვდებოდით, ვინ ვართ და რას წარმოადგენს ქვეყნიერება”. – (ზაჰირი)
* * *
„ბევრი რამ უნდა განადგურდეს, რათა ახალი წესრიგი აშენდეს”. – (გერმანული რეკვიემი)
* * *
„ბედისწერა ბებერი, ბრმა აქლემივით სრესს ადამიანებს”. – (ავეროეს ძიება)
* * *
„ნათქვამია, რომ კაცობრიობის ყოველ თაობას ჰყავს თავისი კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც ფარულად ზიდავს სამყაროს და ამართლებს მას უფლის თვალში”. – (კაცი ზღურბლზე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ არსებობს ადამიანი, რომელიც სისავსეს არ ესწრაფოდეს, ანუ იმ გამოცდილებათა ჯამს, რომლის მიღების უნარი მას შესწევს”. – (გერმანული რეკვიემი)
* * *
„დიდება იმას, ვინ არ კვდება!” – (ორი მეფე და ორი ლაბირინთი)
* * *
„ – ვიღაცამ მოისაზრა: თუ ბედმა ბრძენკაცები აგვიკრძალა, სულელები უნდა მოვიძიოთო”. – (კაცი ზღურბლზე)
* * *
„კაცმა მეორე კაცის სისხლი არ უნდა დაღვაროს”. – (დასასრული)
* * *
„არაფერია ამქვეყნად ისეთი, რასაც დავიწყება არ აჭკნობს, ხსოვნა არ ცვლის, და როცა არავინ იცის, რა სახედ გარდაქმნის მას მომავალი”. – (მუტაციები) – (ავტორი გენია.ჯი)