რაბინდრანათ თაგორი წერდა…
„როდესაც ბავშვის ქცევას უფროსი ადამიანის თვალსაზრისით ვზომავთ, გვავიწყდება, რომ ბავშვი ზვირთსწრაფ მდინარეს ჰგავს. არ ღირს მიეცე სასოწარკვეთას, თუ მის ზედაპირზე რაიმე ნაკლი შენიშნე, რადგან თვით მისი სისწრაფე – საუკეთესო წამალია მის მოსარჩენად. საშიშია მხოლოდ უმოძრაობა – აი, როდისაა საჭირო ფხიზელი თვალი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გზა, რომელსაც ცოდნისაკენ მივყავართ გაგების ყოველგვარი მოსაწყენი პროცესის გარეშე – სამეფო გზაა”.
* * *
„ის, რაც ხდება ჩვენი შეგნების შიდა სამყაროში, ყოველთვის მისახვედრი როდია ჩვენთვის”.
* * *
„ერთი შეხედვით მცირე საგანს შეიძლება ჰქონდეს განუზომელი სიდიდე”.
* * *
„არაფერია უფრო მახინჯი, ვიდრე თანაზიარობის უქონლობა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საკუთარი გამოცდილებიდან ვიწვნიე, რომ ბოროტება იმდენად საშიში როდია, რამდენადაც დესპოტური ცდა სიკეთის დასანერგად”.
* * *
„სწავლება რამდენადმე საკვების მიღებას ჰგავს. თუ პირველი ლუკმიდანვე საჭმელს გემო გაუგეთ, კუჭი გავსებამდე ამუშავდება და საჭმლის მომნელებელი წვენი ადვილად იმოქმედებს”.
* * *
„ასეა, ვისაც ისედაც სჯერა, მისთვის ზედმეტია საბუთები”.
* * *
„ვიდრე არ ვიცოდი შრომა, ადვილად ვწყვეტდი ცხოვრების ურთულეს ამოცანებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც თვითონ ვშრომობ, ვხედავ, რომ რაც ძნელია, ის ყოველთვის ძნელი დარჩება”.
* * *
„მე შემეძლო აღმომეჩინა ნაკლოვანება, მაგრამ არ შემეძლო შემექმნა უნაკლოება”. – (ავტორი გენია.ჯი)