ტარიელ ჭანტურია – „ჩიტი ბალახში”

ბუდისოდენა საფლავი

ეყოფა ალბათ ჩიტს!

პატარა უნდა – პატარას,

დიდი საფლავი – დიდს!

ერთი უბრალო ბეჭედი

ცხრას გამოიცვლის თითს!

პატარა უნდა- პატარას,

დიდი ბეჭედი – დიდს!

საფლავზე წასაფარებლად

ფოთოლიც ჰყოფნის ჩიტს!

რამდენი ფიქრი გადადის,

ყოფნა-არყოფნის ხიდს!

ვდგავარ და ვუსმენ ცხოვრებას -

ასჯერ მოყოლილ მითს!

ბუდისოდენა საფლავი

ჩიტმა ჩაუგო ჩიტს!

პატარა უნდა – პატარას,

დიდი საფლავი – დიდს…

კომენტარის დატოვება