პოეზიის შესახებ…
ცხოვრებას და ისტორიას რომ ჩავუკვირდეთ,ერთ გარემოებას შევნიშნავთ.საზოგადოება დიდის პატივით ეპყრობა იმ პირებს,ვისაც რაიმე თვალსაჩინო ტექნიკური აღმოჩენა ეკუთვნის,ხოლო აღმერთებს,თაყვანსა სცემს იმ პირებს,ვისაც პოეზიის დარგში შესანიშნავი ნაწარმოები შეუქმნია.აღმოჩენა საკაცობრიოდ რჩება,ხოლო აღმომჩენელის სახელი ხშირად დავიწყებას ეძლევა.გამოჩენილი პოეტის სახელი კი ყოველი ხალხის ყოველ შეგნებულ წევრს ახსოვს მარად. (ავტორი გენია.ჯი) უმეტესობას არ ახსოვს მათი სახელი,ვინც მოიგონა ორთქლის ქვაბი,გემი,მატარებელი,ტელეფონი და სხვა,ხოლო კომეროსის,დანტეს,შექსპირისა,გოეთესი,შილერისა და სხვათა სახელი მათაც კი ახსოვთ,ვისაც უმეტესი ნაწილი მათი ნაწერისა არც წაუკითხავს.ეს მოვლენა თითქოს უმნიშვნელოა,მაგრამ მასში ღრმა აზრია ჩამარხული,ყველა ტექნიკური აღმოჩენა თავდაპირველად აუმჯობესებს ადამიანის ნივთიერ ცხოვრებას – კუჭს ემსახურება.საუკეთესო ნიმუში პოეზიისა კი აკეთილშობილებს ადამიანის ბუნებას – მის სულს ემსახურება.რა არის აზრი არამცთუ ადამიანის ცხოვრებისა,მთელი მსოფლიოს არსებობისა?
სულის განვითარება – ადამიანის სულის ამაღლება.
სიცოცხლის მიზანი უმაღლესი შეგნების წარმოშობისა.
თქვენ ხომ ჰომეროსის სახელი არასოდეს დაგავიწყდებათ და განა იცით ვინმემ იმ ჰელინის სახელი,რომელმაც წყალში უქრობი ცეცხლი გამოიგონა?
ჩვენ მიჯაჭვული ვართ დედამიწაზე,მაგრამ მაინც ვარსკვლავებს მივჩერებივართ,ვარსკვლავებისკენ მივისწრაფვით და ვაღმერთებთ იმ პირებს,ვინც ამ მისწრაფებას არვივებს და აცოცხლებს ჩვენში.პოეზია ადამიანის სულს ავითარებს,აკეთილშობილებს,იგი ნაწილია მშვენიერებისა და ადამიანის სულისთვის ისეთივე საჭიროა,რამდენადაც სხეულისათვის ჰაერი.არათუ კერძო ადამიანის ცხოვრებაში,არამედ მთელი ერის ცხოვრებაშიაც პოეზიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.პოეზია აძლიერებს,ამაღლებს მთელი ერის სულს,მომავალი კი ძლიერი სულის მატარებელ ერს ეკუთვნის. (ავტორი გენია.ჯი) რამდენჯერმე გულდასმით გადაიკითხეთ “ვეფხისტყაოსანი” და დარწმუნდებით,რომ პოეზია წყაროა უმაღლესი სულიერი ნეტარებისა.სულიერი ნეტარების ხშირ განცდას კი შედეგად სულის ამაღლება მოსდევს.
ერი,რომელიც მდიდარია პოეზიით,ძლიერია სულითაც,ის მკვდარიც კი ცოცხლობს.
ერი – ღარიბი პოეზიით,სულიერადაც სუსტია.ამგვარი ერი ცოცხლადვე მკვდარია.
ძველბერძენნი და ძველრომაელნი მოკვდნენ,მაგრამ ისინი ცოცხლობენ.ძლიერმა პოეზიამ განავითარა მათი ძლიერი სული,რომელიც დღეს მთელს განათლებულ კაცობრიობას თავს დასტრიალებს…
რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება,რომ არ გვყავდეს ილია ჭავჭავაძე,ნიკოლოზ ბარათაშვილი,აკაკი წერეთელი,ალექსანდრე ყაზბეგი!
დღეს კი ამ პირების წყალობით გაბედულად და თამამად შეგვიძლია ფეხი შევდგათ კულტურულ ერთა წრეში.ჭეშმარიტი სიდიადე ნამდვილი პოეტისა სიკვდილის შემდეგ აშკარავდება,როცა ის დაშორებულია. (ავტორი გენია.ჯი) პოეტები სიტყვის ჭეშმარიტი მოქანდაკეები არიან.პოეტის სული მის ნაწერებშია და მათი შემოქმედება მწიგნობრიობის ნამდვილი დღესასწაულია.