ალენ დელონი – „ეპიზოდი”

„მხოლოდ ძაღლებს შეუძლიათ უყვარდეთ და იყვნენ ერთგულები ყოველგვარი ფულის გარეშე”. – ამ სიტყვების ავტორი გახლავთ თეატრისა და კინოს დიდი ფრანგი მსახიობი - ალენ დელონი. ჩვენი „ოთხფეხა მეგობრების” მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მას ბავშვობიდანვე თან დაჰყვა. (ავტორი გენია.ჯი) ჯერ კიდევ ყველასათვის უცნობი ალენი ახალგაზრდულ წლებში საკუთარ ქურთუკში ისვამდა ხოლმე და ისე ათბობდა ზამთრის სიცივით შეწუხებულ ქუჩის მაწანწალა ძაღლებს. მას შემდეგ, რაც სახელოვან მსახიობად იქცა და მატერიალურადაც მოძლიერდა, უპატრონო ძაღლების თავშესაფრების დაარსება დაიწყო. დღეისათვის იგი არა მხოლოდ 5 ასეთი დაწესებულების მეპატრონეა, არამედ ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის აქტიური წევრიც გახლავთ. ის კი არადა, შვეიცარიაში საცხოვრებლად გადასულმა ფრანგმა მსახიობმა მათთვის სასაფლაოც კი მოაწყო, სადაც მოგვიანებით სამრეკლოც აღმართა. განსაკუთრებულ ყურადღებას იგი მაინც წყვილებს ანიჭებს, რომელთაც სიკვდილის შემდგომ ყოველთვის გვერდიგვერდ ასაფლავებს. „ძაღლები მე მაგონებენ ავადმყოფ ბავშვებს, რომელთათვისაც განგებას სიცოცხლე სულ რაღაც ათი – თოთხმეტი წლით განუსაზღვრიაო”, – აცხადებს მსახიობი. საყურადღებოა ისიც, რომ მან შვიცარიის ხელისუფლებასთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ალენის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ცხედარი საყვარელი ცხოველების გარემოცვაში დაიკრძალება. – (ავტორი გენია.ჯი)

P.S. ცნობისათვის, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ალენ დელონის პირად მფლობელობაში საერთო ჯამში 50-ზე მეტი ძაღლი და 50-ზე მეტი კატა იმყოფებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>