ნიკო ლორთქიფანიძე წერდა…
„მკვდარ სიცოცხლეს ცოცხალი სიკვდილი სჯობია!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვინ ცხოვრობს ისე, როგორც მას უნდა, სურს… და ყველამ რომ თავი ჩამეიხრჩოს, ერთი კეთილშობილი კაცი აღარ დარჩება ამ ქვეყანას”.
* * *
„მემკვიდრეობით ბევრი რამ გადაეცემა ადამიანს – განსაკუთრებით ხასიათი, ამპარტავნება, კერპობა, სიუხვე და პირშაობა”.
* * *
„სიყვარული აფაქიზებს კაცს; იგი კაცს ადამიანად ხთის…”
* * *
„უმრავლესობისთვის მხოლოდ სამწუხაროა ოჯახის, მამულ-დედულის, კერიის დანგრევა, – მექნება და, შევიძენ უკეთესსო, ინუგეშებენ თავს. მაგრამ ვისაც სახლ-კარ-მიდამოში მთელი გვარის ლეგენდები, ზღაპრები, წინაპარების ტანჯვა და სიხარული ჩამარხული ეჩვენება, სახლის გაყიდვასთან, წარსულის დაშორებასთან ეკარგება მომავალიც; წინ აღარაფერია ჩვენთვის, თუ უკნიდან არ შემოგვყურებს წინაპრის მკაცრი, ულმობელი სახე – ტრადიცია, თუ ისა გვყავს, კიდევ ბევრი რისთვისმე ვვარგივართ, რაც საჭიროა ქვეყნისთვის… დაიმახსოვრე ყმაწვილო, ჩემი სიტყვა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დამცინო გინდა შეცდომებისთვის? განა შენ არ შემცდარხარ?”
* * *
„მღვდელს არაფრის ჭამა უნდაო, ვინ თქვა…”
* * *
„ცოდვილია ადამიანი, ცოდვილი…”
* * *
„სიყვარული მცირეთა ხვედრია, და ღმერთმა ნუ ქნას, ჩვეულებრივ მოვლენათ გამხდარიყოს!”
* * *
„არის წყლული, რომელიც არ რჩება… უწამლოა და უნუგეშო…” – (ავტორი გენია.ჯი)