უილიამ შოკლი – „ეპიზოდი”

ნობელიანტი ამერიკელი ფიზიკოსის - უილიამ ბრედფორდ შოკლის (1910-1989 წლები) შესახებ მისი მშობლები აცხადებდნენ, რომ დროის გასვლასთან ერთად, მათ ვაჟს უზარმაზარი ტემპებით უვითარდებოდა ინტელექტუალური შესაძლებლობები. თუმცა ამასთან ერთად შენიშნავდნენ იმასაც, რომ უილიამს ინტელექტუალური შესაძლებლობების მსგავსად განსაკუთრებით უვითარდებოდა ყოვლად აუხსნელი აგრესიული დამოკიდებულება გარშემომყოფი ადამიანების მისამართით. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის, რომ მომავალი ნობელიანტი მეცნიერი თავის აგრესიას დედ-მამის მისამართითაც ხშირად მიმართვდა. რასაც ისიც ადატურებს, რომ იგი ხელდახელაც კი მიდიოდა საკუთარი დედისა და მამის წინააღმდეგ. მიუხედავად ასაკის მატებისა, ამ უკიდურესად პატივმოყვარე, ცინიკოს და დაუნდობელ კაცს, რომელსაც ერთობ გადამეტებული წარმოდგენა გააჩნდა თავის თავზე, აგრესიული ხასიათი სულაც არ განელებია…. პირიქით, კიდევ უფრო აგრესიული გახდა… იგი ყოველთვის დასცინოდა და აგდებულად ექცეოდა კოლეგებს და ზოგაგად რომ ვთქვათ, გარშემომყოფ ადამიანებს; არასოდეს ითვალისწინებდა და სრულ იგნორირებას უწევდა სხვათა შეხედულებებსა და მოსაზრებებს. შედეგად, შოკლის მუდმივად დაძაბული ურთიერთობა გააჩნდა კოლეგებთან.

„ინტელექტუალური ელიტის დღესასწაულის” იდეის განმავითარებელმა ფიზიკოსმა არა მხოლოდ საკუთარი ინტელექტი, არამედ საკუთარი სხეულიც კი ერთგვარ კულტად აქცია. ნობელის პრემიით დაჯილდოვებამ მასში კიდევ უფრო გააძლიერა ზემოაღნიშნული ნაკლოვანებები. შედეგად, უილიამი თავის ლაბორატორიაში იმ დესპოტად და ავტორიტარად იქცა, ვინაც პარანოიდული მეთოდებით მართავდა მას. აღნიშნული გარემოებების გამოისობით, შოკლის მიმართ იმდენად დიდი სიძულვილი ჩამოყალიბდა კოლეგებში, რომ იგი იძულებული გახდა კოლექტივი დაეტოვებინა.

„მართალია, მან უდიდესი წვლილი დაიდო თანამედროვე ელექტრონიკის განვითარებაში, მაგრამ თავისი უხიაგი ხასიათიდან გამომდინარე ისე აღესრულა, რომ არავის სიყვარული არ გაჰყოლია იმიერშიო”,  – შენიშნავდნენ მისი თანამედროვეები. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>