ალბერტ აინშტაინი – „ეპიზოდი”
1879 წლის 14 მარტს აინშტაინების ოჯახში ქვეყნიერებას მოევლინა დეფორმირებული თავის მქონე ერთობ მძიმეწონოსანი ვაჟი, რომელსაც მშობლებმა სახელად – ალბერტი დაარქვეს. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ, რაც იგი ბებიას პირველად უხილავს, ჩვილის გარეგნობით გულშემოყრილს შეუყვირია – „ზედმეტად მსუქანი და ზედმეტად შეუხედავიაო!” – საბედნიეროდ, დროთა განმავლობაში „ფარდობითობის თეორიის” ავტორმა ყრმობის დეფექტები დაძლია.
ანცმა და მოუსვენარმა ალბერტმა ყრმობის დეფექტები კი დასძლია, მაგრამ ამასთან ერთი ძალიან ცუდი თვისებაც შეიძინა: როდესაც რაიმე მიზეზის გამო პატარა აინშტაინი უკმაყოფილო დარჩებოდა, ისტერიკაში ჩავარდნილი სხვადასხვა საგნებს ესროდა გარშემომყოფებს (ერთხელ გაბრაზებულმა სკამიც კი სტყორცნა მასწავლებელს). თუმცა ასეთი უხიაგი რამ მას მხოლოდ გაბრაზების ჟამს არ ახასიათებდა… ხუთი წლის ასაკში მყოფ აინშტაინს უყვარდა ხოლმე ჩასაფრება და გამვლელებისათვის ამა თუ იმ საოჯახო ნივთის სროლა. ასეთი ხულიგნური ქმედების მსხვერპლი ხშირად ხდებოდა მისი ღვიძლი და – მაია, ვისაც ძმის მიერ ნასროლი საგნები რამდენჯერმე თავშიც კი მოხვდა. მოგვიანებით, გენიალური ფიზიკოსის და აღნიშნული შემთხვევების შესახებ ასე ხუმრობდა – „იმისათვის რომ, ინტელექტუალის და იყო, საჭიროა გქონდეს კერკეტი თავის ქალაო”. – (ავტორი გენია.ჯი)