ლევ ტოლსტოი – „ეპიზოდი”
1901 წლის თებერვლის თვეში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის „წმინდა სინოდმა” გენიალური რუსი მწერალი – ლევ ტოლსტოი (1828-1910 წლები) ოფიციალურად განკვეთა ეკლესიიდან და ანათემას გადასცა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ ინფორმაციას სხვათა მსგავსად, მოსკოვში მყოფი ლიტერატორი 24 თებერვალს გაეცნო ადგილობრივი პრესის ფურცლებიდან. იმავე დღეს ტოლსტოის სახლთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა. მათ ხელში ყვავილები ეკავათ და საყვარელ მწერალს გულმხურვალე და ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოუწყვეს (სხვათაშორის, ეს უჩვეულო მოვლენა მის სახლთან რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა). „ასეთი სადღესასწაულო ატმოსფერო ჩემს ცხოვრებაში არასოდეს მინახავსო”, – წერდა მოგვიანებით ტოლსტოის მეუღლე – სოფია ბერსი თავის დღიურში. – (ავტორი გენია.ჯი)