დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
მას შემდეგ, რაც გენიალურმა ესპანელმა სიურეალისტმა მხატვარმა – სალვადორ დალიმ და საყოველთაოდ ცნობილმა ამერიკელმა კომიკოსმა მსახიობმა და არფისტმა – ჰარპო მარქსმა ერთმანეთი გაიცვნეს, ორივე მათგანმა გულწრფელად გამოხატა საკუთარი აღფრთოვანება ერთმანეთის შემოქმედებისადმი. რამდენიმე ხანში, ექსცენტრიულმა ხელოვანმა მარქსს საშობაოდ მუსიკალური ინსტრუმენტი – „არფა” გაუგზავნა საჩუქრად. თუმცა, აღნიშნულ არფაზე სიმების ფუნქციას ერთობ უჩვეულო „რამ” ასრულებდა. საპასუხოდ, სალვადორის გასაოცარი საჩუქრით მოხიბლულმა მუსიკოსმა ესპანელ ფერმწერს ერთობ მრავლისმეტყველი ფოტო-სურათი გაუგზავნა. ფოტოზე აღბეჭდილი გახლდათ მარქსი, რომელიც დალის მიერ საჩუქრად მირთმეულ არფაზე „თითებშეხვეული” უკრავს. დაასახელეთ, რა იყო სიმების ნაცვლად განთავსებული სალვადორის მიერ ჰარპოსათვის ნაჩუქარ არფაზე?! – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: მავთულხლართი.