ფრანც იოზეფ I – „ეპიზოდი”

ავსტრიის იმპერატორსა და უნგრეთის მეფეს – ფრანც იოზეფ I-ს (1830-1916 წლები), ვის მიერ წარმოებულმა ექსპანსიონისტურმა პოლიტიკამაც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე პირველი მსოფლიო ომის გაჩაღებას შეუწყო ხელი, რამდენიმე უსაშინლესი პირადი ტრაგედია დაატყდა თავს. (ავტორი გენია.ჯი) ჯერ იყო და მისი უმცროსი ძმა, მექსიკის უკანასკნელი იმპერატორი – მაქსიმილიან I დასაჯეს სიკვდილით მექსიკაში თავის ერთგულ გენერლებთან ერთად. იგი დახვრეტისაგან ვერც ისეთი სახელოვანი ადამიანების თხოვნამ იხსნა, როგორებიც გახლდნენ – ვიქტორ-მარი ჰიუგო და ჯუზეპე გარიბალდი. შემდეგ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ფრანც იოზეფის ერთადერთმა ვაჟიშვილმა – რუდოლფ ავსტრიელმა; შვილის თვითმკვლელობიდან ათიოდე წელიწადი იყო გასული, როდესაც იტალიელმა ანარქისტმა – ლუიჯი ლუკელიმ თვითნაკეთი დანის გამოყენებით იმსხვერპლა ფრანცის მეუღლე – ელისაბედ ბავარიელი; 1914 წლის 28 ივნისს კი, სარაევოში სერბმა ნაციონალისტმა ბოსნიიდან – გავრილო პრინციპიმ, ცეცხლსასროლი იარაღით გამოასალმა სიცოცხლეს ფრანც იოზეფის ძმისშვილი, ტახტის მემკვიდრე – ფრანც ფერდინანდი და მისი ორსული მეუღლე – სოფია ხოტეკი. რასაც თავის მხრივ, პირველი მსოფლიო ომის დაწყება მოჰყვა თან. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>