გოდერძი ჩოხელი – „ნარო, ეკალო, ხვიარო”

სულაც არ მინდა თქვენ შამხვდეთ:

ნარო, ეკალო, ხვიარო,

მაგრამ ქვეყანა ისეა

საითაც უნდა ვიარო,

ვერ აგცდით, თქვენი ეკლები

შიგ გულში მეჭრებიანო;

მაინც არ ვკრთები, ბოლომდის

თქვენს ჯიბრზე უნდა ვიარო.

კომენტარის დატოვება