ჩარლზ გუდირი – „ეპიზოდი”
ცნობილი ფაქტია, რომ საბურავების დასამზადებლად საჭირო რეზინი ამერიკელმა გამომგონებელმა – ჩარლზ გუდირმა (1800-1860 წლები) აღმოაჩინა 1839 წელს. საყურადღებოა ისიც, რომ კაუჩუკის ვულკანიზაციის პროცესის პირველ შემოქმედს, ვისი სახელიც ეწოდა მოგვიანებით თავისივე აღმოჩენას, საბურავებისა და რეზინის მწარმოებელ საყოველთაოდ ცნობილ ამერიკულ კომპანიასთან – „Goodyear Tire”-სთან არანაირი კავშირი არ გააჩნდა გარდა სახელწოდებისა. (ავტორი გენია.ჯი) ეს უმდიდრესი კომპანია, რომელიც დიდი ამერიკელი გამომგონებლის სახელს ატარებს დღემდე, მისი გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგ იქნა დაარსებული ფრენკ ზიბერლინგის მიერ. ის კი არადა, ჩარლზს თავისი ცხოვრების დიდი ნაწილის გატარება უკიდურეს სიდუხჭირესა და მრავალრიცხოვან სასამართლო დავებში მოუხდა კრედიტორებთან (ერთხელ ციხეშიც იჯდა). ამის მიზეზი ის იყო, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გუდირი ამაოდ ცდილობდა საბურავებისათვის საჭირო რეზინის წარმოებას. ერთ-ერთი წარუმატებელი ექსპერიმენტის ჩატარების დროს მომხდარ უბედურ შემთხვევას მისი შვილებიც კი კინაღამ ემსხვერპლნენ. იმისათვის, რომ ჩარლზს საკუთარ ოჯახში ლუკმა შეეტანა, იძულებული იყო თევზაობით დაკავებულიყო. შედეგად, იგი ისე აღესრულა, რომ თავისი უნიკალური გამოგონებიდან ვერანაირ ფინანსურ სარგებელს ვერ გამორჩა.
ერთადერთი, ვინც მის ხსოვნასა და სახელს სათანადო პატივი მიაგო მოგვიანებით (ასე რომ ვთქვათ, უკვდავყო გუდირის პერსონა), კომპანია „Goodyear Tire”-ს დამაარსებელი – ფრენკ ზიბერლინი გახლდათ. სწორედ მან უწოდა ჩარლზის საპატივცემულოდ თავის კომპანიას ზემოაღნიშნული სახელწოდება. – (ავტორი გენია.ჯი)